მთავარისიახლეებისაზოგადოებადრომ დაადასტურა ლედი სანდრა რულოვსის ხედვის სისწორე - ქვეყანაში ექთნების...

დრომ დაადასტურა ლედი სანდრა რულოვსის ხედვის სისწორე – ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და აუცილებელია ამ სპეციალობაზე ორიენტირებული სასწავლებლის გახსნა

Published on

ლედი სანდრა რულოვსი სხვადასხვა ფონდებთან  საქმიანი შეხვედრების პროცესში  ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და ითხოვდა დახმარებას და თანადგომას ახალგაზრდებისთვის  ამ სპეციალობაზე ორიენტირებული  სასწავლებლის  გახსნაში, რაც 2012წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ   განუხორციელებელი დარჩა.

რომ დაადასტურა, რომ სანდრა რულოვსის ხედვა ამ საკითხში  სიტუაციის ღრმა ანალიზზე იყო დაფუძნებული, და რომ ამ ხედვის რელიზაცია თავიდან აგვაცილებდა პრობლემას განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში  

 პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი რევაზ კარანაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში 18 ათასამდე ექთანია.

10 დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ კოვიდპაციენტებს თუ დავითვლით, სტაციონარში 6 266 დაავადებული წევს, კიდევ 1172 კი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება. ექთნების ხელფასი საშუალოდ 200-500 ლარია, მათი შრომა ყოველთვის მძიმე იყო, კოვიდპანდემიის შემდეგ კი საერთოდ აუტანელი გახდა.

ერთ ექიმზე ოთხი ექთანი უნდა მოდიოდესსაქართველოში კი 0.8 ექთანი მოდის, ამასთან ექთნებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები არ არის.-  განაცხადა მან მორიგ აქციაზე, რომელიც გაიმართა გუშინაც/ 10 დეკემბერს მთავრობის კანცელარიის წინ.    

 „კოვიდპანდემიის დროს ექთნებს არანორმალურად დიდი რაოდენობის  პაციენტის მოვლა უწევთ. სამედიცინო მანიპულაციების 80 პროცენტს ექთანი აკეთებს, ზრუნავს პაციენტის სუნთქვაზე, ჰიგიენაზე, მან უნდა შეამოწმოს პულსი, ფილტვები… “- ყვება რევაზ კარანაძე. ის არ გამორცხავს, რომ კოვიდპაციენტების სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი სწორედ კადრების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

„სოლიდარობის ქსელის“  მსგავსად  ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ,,2021 წელს პანდემიის გამო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით გატარებული ზომები კი წელსაც არაეფექტური იყო.

განსაკუთრებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ სამედიცინო სექტორში, მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, რადგან მათი შრომა ერთდროულად მძიმეცაა და დაბალანაზღაურებადიც, რასაც 2021 წელს არაერთი გაფიცვა თუ საპროტესტო აქცია მოჰყვა.”

მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადარომ ექთნების ნაწილსიმათვინც კოვიდპაციენტებს ემსახურებოდავინც ტესტებზეაცრებზე მუშაობდადამატებითი თანხა ჩაერიცხებოდათსახელმწიფო ძირითადად მართლაც ურიცხავდა კლინიკებს თანხასმაგრამ ის ან ნაწილობრივ მიდიოდა ექთნებამდე ან საერთოდ არ მისულაჩვენ მოვითხოვეთშრომის ინსპექციას კლინიკები შეემოწმებინა. შემოწმება დაიწყესმაგრამ დასკვნები ჯერ არ დაუდიათ“.

 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...