მთავარისიახლეებიათენში ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

ათენში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

Published on

საბერძნეთში 37 წლის ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებული ქართული მაფიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხავთასია. მას კრიმინალურ სამყაროში “ლაზარეს” სახელით იცნობენ.

ხავთასის წინააღმდეგ ორი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. საბერძნეთის საგამოძიებო უწყება მას ქურდობებსა და ყაჩაღობებს ედავება. სამართალდამცველებმა მისი დაკავება რამდენიმეკვირიანი გამოძიების შედეგად მოახერხა.

პოლიციის ცნობით, ქართველი “კანონიერი ქურდი” ყალბი დოკუმენტებით გადაადგილდებოდა, რომელიც მას საქართველოდან ჰქონდა მოპოვებული და რის გამოც მისი ვინაობის დადგენა ვერ ვერ ხდებოდა.

ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, ბაზაში იყო მისი თითის ანაბეჭდები, რადგან ის იდენტიფიცირებული იყო 2011 წელს ათენში, პირეოსში, ქალკიდასა და ლუტრაკის რეგიონებში მომხდარ ქურდობასა და ძარცვაში. ის, ასევე, განიხილებოდა ე.წ. ბანდის ლიდერად.

2016 წელს ქართველი “კანონიერი ქურდი” საბერძნეთში ძარცვისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით გაასამართლეს და პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...