“ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც” – მამუკა ხაზარაძე

0
326

“ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც” – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს და დღეს გამაღთულ სასამართლო სხდომას ეხმაურება.

დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ბიძინას ჯიბის პროკურორები, შუბლძარღვგაწყვეტილი ახალგაზრდები საბჭოთა მენტალობით, უცოდინრები, ტროიკის სტილში

დიდი ხნის წინ გამზადებული საბრალდებო დასკვნით, ერთადერთი სურვილით: ასიამოვნონ ზემდგომს, ბიძინას და მის ზემდგომს, მიიღონ თავზე ხელის გადასმა, პრემია, დაწინაურება… კანონი და სამართალი ფეხებზე ჰკიდიათ. საქმის დეტალებზე საუბარს აქ აზრი არ აქვს, სისტემას ეს არ აინტერესებს!

ერთს გეტყვით – ვერაფერს მიაღწევენ! მაგ მახინჯ კანტორას მალე დავშლით და ყველა უკანონო გადაწყვეტილების მიმღებს პასუხს მოვთხოვთ კანონის მთელი სიმკაცრით!

ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც, – წერს მამუკა ხაზარაძე.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის დღეს უფლებადამცველები შეხვდებიან
შემდეგი სტატია“აქ ისტორია გადაწერეს” – წარწერა განათლების სამინისტროსთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური