მთავარისიახლეებითუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ ძლიერი ზომებით უპასუხებს - ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ ძლიერი ზომებით უპასუხებს – ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა

Published on

თეთრი სახლის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ვიდეო ფორმატში შეხვდნენ, ჯო ბაიდენმა ტელეფონით ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა.

ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს მისი და პუტინის საუბრის შინაარსი გააცნო.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრეზიდენტმა გაუზიარა პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შესახებ ინფორმაცია – მათ შორის უთხრა ზელენსკის, როგორც მან პუტინს უთხრა, რომ თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში, აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური ზომებით, უზრუნველყოფენ უკრაინას დამატებით თავდაცვითი მასალით და ნატოს მოკავშირეები აღმოსავლეთ ფლანგს გაამაგრებენ”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ის პრინციპებს დაიცავდა.

“მან ნათლად თქვა, რომ ერთ ერს არ შეუძლია აიძულოს მეორე ერს შეცვალოს თავისი საზღვრები, ერთ ერს არ შეუძლია უთხრას მეორეს შეცვალოს თავისი პოლიტიკა და ერებს არ შეუძლიათ უთხრან სხვებს ვისთან ერთად შეუძლიათ მუშაობა და ვისთან არა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლი ასევე აღნიშნავს, რომ ბაიდენის აზრით, უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების გააქტიურება შემაშფოთებელია და ეს მხოლოდ უკრაინის კი არა, ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...