მთავარისიახლეებისააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა - ნინო ლომჯარია

სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა – ნინო ლომჯარია

Published on

სახალხო დამცველმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მიმოხილვისას ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც.

მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ბრალდება/მსჯავრდებასთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებზე და საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების შეზღუდვა ყოფილი პრეზიდენტის უფლების დარღვევად შეაფასა.

„სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როდესაც მას პირველ 3 სასამართლო პროცესზე ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის გლდანის N18 დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებით ყოფილი პრეზიდენტის უფლებათა დარღვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, ომბუდსმენის პოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებას ემთხვევა.

“გარდა ამისა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის პატივის, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. აღნიშნული მსგავსად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმაც” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

მან სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...