მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში უნდა მიიღოს - აშშ-ის...

,,მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში უნდა მიიღოს – აშშ-ის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას

Published on

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში მიიღოს. 

“ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

სამედიცინო ჯგუფის შეფასებით, ის დიდი რისკის ქვეშ არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სახალხო დამცველმა თქვა, რომ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის საკმარისი. 

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ მიიღოს სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. 

ჩვენ ასევე ვთხოვთ ბატონ სააკაშვილს, გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს მისთვის საჭირო მედიკამენტურ მკურნალობას. ცხადია, ეს ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარებაა. მაგრამ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მკაცრი რეკომენდაციაა ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს ის ფუნდამენტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება. 

მას უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა”. –  განაცხადა კელი დეგნანმა. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...