მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის დღეს უფლებადამცველები შეხვდებიან

მიხეილ სააკაშვილის დღეს უფლებადამცველები შეხვდებიან

Published on

მიხეილ სააკაშვილს დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ადვოკატები მოინახულებენ. უფლებადამცველები მესამე პრეზიდენტთან საზღვრის კვეთის საქმესა და სამართლებრივ სტრატეგიაზე ისაუბრებენ.

“მომდევნო პროცესიც იქნება ასევე ნიღბის ჩამოგლეჯვა, ბრალდების აბსურდულობის დანახება და პროკურორების არგუმენტების არ ქონის დადასტურება სასამართლო პროცესზე. ბუნებრივია, განვიხილავთ პროცესს, რომელიც გაიმართა, მის შედეგებს, ასევე, ვისაუბრებთ სავარაუდოდ იმ გზავნილებზე, რაც ჩვენ გვაქვს პრეზიდენტისთვის სამართლებრივ სტრატეგიასთან დაკავშირებით, მოვისმენთ ასევე მის შეფასებას როგორც სასამართლო პროცესის, ასევე დაცვის მხარის სამომავლო პიზიციებთან დაკავშირებით”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება კიდევ ერთხელ სრულიად უკანონოდ შეუზღუდეს, რაც პოლიტიკური რეპრესიების პირდაპირი გაგრძელებაა.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მომდევნო სასამართლოო პროცესი საზღვრის კვეთის საქმეზე 22 დეკემბერს ჩაინიშნა, ხოლო 23 დეკემბერს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეა ჩანიშნული.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...