“აქ ისტორია გადაწერეს” – წარწერა განათლების სამინისტროსთან

0
301

“აქ ისტორია გადაწერეს” – ეს წარწერა პარტია “დროას” წევრებმა განათლების სამინისტროსთან გააკეთეს. ამით ისინი ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში ფაქტების დამახინჯებით შეტანას გამოეხმაურნენ.შეგახსენებთ, მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წიგნში წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო – “დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?” – შეცვლილ ისტორიასთან ერთად სახელმძღვანელოს ავტორები მოწაფეებს ამ კითხვასაც უსვამენ.

ამავე სახელმძღვანელოში შეცვლილია “ვარდების რევოლუციის” მოვლენათა ქრონოლოგიაც. მოსწვალეებს ასწავლიან, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში შეცდომა დაუშვა.

წინა სტატია“ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც” – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიაძალიან სუსტადაა, მკვეთრი ნევროლოგიური დეფიციტი რჩება – ექიმები მიხეილ სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური