მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინც პროკურატურამ სააკაშვილის თანამზრახველად გამოაცხადა?- ტვ პირველის ექსკლუზივი

ვინ არის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინც პროკურატურამ სააკაშვილის თანამზრახველად გამოაცხადა?- ტვ პირველის ექსკლუზივი

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტების საპასუხოდ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, ვის   გულისხმობს  გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანში, რომელმაც მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას შეუწყო ხელი. ,, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურამ  განაცხადა, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ხელშეწყობის საქმეში ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა, თუმცა, არ დაუკონკრეტებით, ვისზე იყო საუბარი. ამაში დასამალი არაფერია, მაგრამ  ამაზე მე  არაფერს ვიტყვი,  ჯობია თავად დაასახელონ იგი, რადგან თავად გააჟღერეს ეს ვერსია” – თქვა ბექა ბასილაიამ.

და აი, ,,პირველებმა” დაადგინა იმ ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველად გამოაცხადა. 

 ,,პირველების” ინფორმაციით, საუბარია უკრაინის ხელისუფლების ერთ ერთი ქართველ მაღალჩონოსანზე, გიორგი ლორთქიფანიძეზე.   ამ ინფორმაციით, შოთაძის უწყებაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ქვეყანაში საიდუმლოდ შემოსვლის მარშრუტი სწორედ მისი შედგენილია.

,პირველების” ინფორმაციით,  სააკაშვილის საქართვლოში შემოსვლის საიდუმლო საქმეში ეძებდნენ და ადგენდნენ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის როლსაც. სააკაშვილის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ახლა პროკურატურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ამყოფოს ტერორის ქვეშ,. 

გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წელს შსს მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა

სიახლეები

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...