მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა'' - ერიკა ოლსონი

,,საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა” – ერიკა ოლსონი

Published on

,,ვაშინგტონს აწუხებს რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა დააზიანა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთი დემოკრატიულ პროცესი.”-განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონმა.

ამის თაობაზე ოლსონმა გამოცემა „ფორინ პოლისისა“ და „ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიისას განაცხადა, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხზე საუბრისას.

„ამერიკის ხმის“ თანახმად, დიპლომატმა განაცხადა, რომ ნოემბერში საქართველოში ვიზიტმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის მტკიცემეგობრობის შესახებ, თუმცა ასევე წარმოაჩინა დემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების საჭიროება, რაშიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კანონის უზენაესობა შედის.

ამასთან, ოლსონმა საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრისას დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოს დაეხმაროს როგორც პარტნიორი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ქვეყნის მომავლისთვის თავადაც მნიშვნელოვანად მიიჩნიეს.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“ განაცხადა ერიკა ოლსონმა.

“თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა” – ასე გამოეხმაურა კახი კალაძე ერიკა ოლსონის კრიტიკულ გზავნილს. კერძოდ  ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ  არ იცის, ვინაა ერიკა ოლსონი.და ყურადღება ოლსონის რეგალიაზე გაამახვილა.

თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? ვაა… არ ვიცოდი. საერთოდ არ ვიცი, რაზე საუბრობთ“, – თქვა კალაძემ. 

 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...