მთავარისიახლეებიპოლიტიკაომბუდსმენი კონსილიუმთან ერთად უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

ომბუდსმენი კონსილიუმთან ერთად უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

Published on

სახალხო დამცველი ალტერნატიულ კონსილიუმთან ერთად, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.  ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ვიზიტი ცენტრ “ემპათიის” სკანდალური განცხადების შემდეგ დაიგეგმა.

როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ექიმები ფსიქოტროპული მედიკამენტების ზედოზირების შესახებ დასკვნას მხოლოდ ამ ვიზიტის შემდეგ გააკეთებენ.

სკანდალურ განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო  ნეიროლეფსიურ პრეპარატებს ასმევენ,პირველად “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა “მთავარ არხთან” გააკეთა. მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში. 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...