მთავარისიახლეებიეკონომიკა ნოემბერში სოციალური შემწეობა 637 747 ადამიანმა მიიღო, აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში —...

 ნოემბერში სოციალური შემწეობა 637 747 ადამიანმა მიიღო, აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში — 75 218 ადამიანმა

Published on

რამდენიმე კვირის წინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მოქალაქეები “უმუშევრობას, უმოქმედობას და სიღარიბეს” შეაჩვიეს და შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ნოემბერში არა დასაქმების, არამედ დახმარების მიმღებთა მაჩვენებელი გაიზარდა 

 გასულ თვეს სოციალური შემწეობა 637 747 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოსთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურ დახმარებას საქართველოს მოსახლეობის 17,1% იღებს.

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო ერთ წელში 24%-ით, ანუ 122 047 ადამიანით არის გაზრდილი. 

რეგიონების მიხედვით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

თბილისი — 129 716 ადამიანი;  იმერეთი — 82 886 ადამიანი; ქვემო ქართლი — 76 610 ადამიანი; სამეგრელო-ზემო სვანეთი — 75 218 ადამიანი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — 69 953 ადამიანი; კახეთი — 65 618 ადამიანი; შიდა ქართლი — 57 954 ადამიანი; გურია — 27 387 ადამიანი; სამცხე-ჯავახეთი — 19 180 ადამიანი; მცხეთა-მთიანეთი — 18 641 ადამიანი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14 584 ადამიანი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...