ნოდარ მელაძე: ჟურნალისტების წინააღმდეგ ფრონტის რამდენიმე ხაზია გახსნილი

0
384

ჩვენს მიმართ ფრონტის რამდენიმე ხაზია გახსნილი – ამის შესახებ “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ, განაცხადა. 

მისი თქმით, არხის დამფუძნებელს მამის სიცოცხლით ევაჭრებიან:

ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, ვიპოვით ფაქტები, დავსვათ კითხვები და ეს ამბავი მაყურებლამდე მივიტანოთ. ეს არის ჟურნალისტიკის არსი. ხელისუფლებას ეს არ მოსწონს და ახლა ცდილობენ, ჩაგვიკეტოს იუსტიციის კარი, ჩაგვიკეტონ კულტურის სამინისტროს კარი, დაემუქრონ ჟურნალისტებს. ცრუ მოწმეები მოიყვანონ…

ფრონტის რამდენიმე ხაზია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახსნილი. იმის საშუალებას კი აგაძლევენ, რომ მშვიდად დაჯდე, მოიფიქრო გადაცემა, მოიყვანო სტუმრები, ანუ შენი საქმე აკეთო. გაიძულებენ იმას, რომ რამდენიმე ფრონტზე იომო. აქედან ცეცხლს გაგიხსნიან, იქიდან ცეცხლს გაგიხსნიან და სრული შტურმი მიდის.  ახლა “ტვ პირველზე” მიდის ფორსირებული იერიში. ვატოს ევაჭრებიან, რომ თუ გინდა, რომ მამაშენი არ მოვკლათ, არ გავუშვათ სამკურნალოდ, ან არ ჩავსვათ ციხეში 70 წელს გადაცილებული ადამიანი. 

თავიდან ბოლომდე ვინც მოუსმენს ხაზარაძის დაკითხვას, ნათლად ნახავს, საქმეში, სადაც არ არსებობს დაზარალებული, პროკურატურა ედავება ერთ კაცს, მეორეს ფული რატომ ასესხეო. – განაცხადა მელაძემ.

წინა სტატია ნოემბერში სოციალური შემწეობა 637 747 ადამიანმა მიიღო, აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში — 75 218 ადამიანმა
შემდეგი სტატია,,ღონე არა აქვს  აშკარად, ჩემი შვილი ასეთი  არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა – გიული ალასანია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური