“მედია ახლა ყველაზე მეტად უშლის ნერვებს, რასაც მედიამენეჯერებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აღძრული საქმეები ადასტურებს. სწორედ მედიაა ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი დღეს საქართველოში და, სწორედ ამით არის განპირობებული კახა კალაძის მიერ კრიტიკული მედიის მიმართ დღეს გამოთქმული მუქარა-აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.
“ქართულ ოცნებას”.და სახელდობრ კალაძეს ჰგონია უნდა იჯდეს, თითები იქნიოს და მედიამ დარცხვენილებმა ვისმინოთ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ცხოვრებაზე” – აცხადებენ ისინი.
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლები გააკრიტიკა და გააკეთა განაცხდება, რომ ,, თუ ასე გაგაძელდება, შესაბამის ზომებს მიიღებს”. კალაძეს არ დაუკონკრეტებია, რა სანქციებს დააკისრებს დამოუკიდებელ მედიას, თუმცა სავარუდოა, რომ თეა წულუკიანის მსგავსად, უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, კრიტიკულ მედიას საკუთარ ღონისძიებებზე აღარ დაპატიჟებს.
,,არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არცერთ ინფორმაციას მერიის მუშაობასთან, მისპროექტებთან დაკავშირებით მიზანმიმართულად არ ავრცელებენ ინფორმაციას
არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაცა წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს არა? მოდიხართ, იღებთ და არ აშუქებთ. როდესაც ასე ხდება, მგონია, რომ ეს ძალიან ცუდია. თუ ეს ასე გაგრძელდება, მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს”, – თქვა კახა კალაძემ.