მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ღონე არა აქვს  აშკარად, ჩემი შვილი ასეთი  არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო...

,,ღონე არა აქვს  აშკარად, ჩემი შვილი ასეთი  არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა – გიული ალასანია

Published on

“ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა. 

ალასანიას თქმით, სააკაშვილს  სათანადო რეაბილიტაცია ესაჭიროება და შესაძლოა ექიმები ამას გამოუცდელობის გამო ვერ უზრუნველყოფენ.

,,ნამდვილად არ არის კარგად, ღონე არ აქვს  აშკარად, იმიტომ, რომ  ჩემი შვილი ასეთი  არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა, ახლა რაღაც სულ ლოგინისკენ უჭირავს თვალი.

ვხედავ, რომ სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია, შეიძლება არ ჰყოფნით ამ ექიმებს ამისი გამოცდილება, არ ვიცი, რამდენი ჰქონიათ 50-დღიანი შიმშილობის შემთხვევა, როგორ მკურნალობენ აქ, მე ვერ შევაფასებ, ერთადერთი შემიძლია  იმის მიხედვით ვიმსჯელო, რასაც ვხედავ  და რასაც ვხედავ, არ მომწონს. მე რომ მკითხოთ, გადაყვანა თუ იქნება, მხოლოდ უნდა იყოს სადმე ნორმალურ კლინიკაში’– თქვა გიული ალასანიამ. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...