მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს "ლექსოს პრემიით'' დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

დღეს “ლექსოს პრემიით” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

Published on

დღეს, 9 დეკემბერს ლექსო ლაშქარავას სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

პრემია “ადამიანის უფლებათა სახლმა” დააფუძნა და მას 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი “TV პირველის” ოპერატორის   სახელი  “ლექსოს პრემია” უწოდა.

პირველი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, პრემიები გადაეცა: 

  • საუკეთესო ვიდეო რეპორტაჟისთვის: რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს თორნიკე მანდარიას და დათო ქორიძეს (“თბილისის პრაიდის” კვირეულზე მომზადებული ფილმი);
  • საუკეთესო უფლებადაცვითი სტატისთვის: ტელეკომპანია “ბორჯომზე” გამოქვეყნებული სტატიისთვის ნინო ვართაპეტიანს (ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე).

აღსანიშვია, რომ  თორნიკე მანდარიას და დათო ქორიძეს 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  სიძულვილის ჯგუფებმა თბილისის ცენტრში, მრგვალ ბაღღან იძალადეს. მანდარიაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, ქორიძეზე ძალადობისთვის არავინ დაუკავებიათ. რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი “ლექსოს პრემიაში” გამარჯვებულ ფილმზე მუშაობდნენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...