მთავარისიახლეებიპოლიტიკაბექა ცერცვაძე ციხეში 36 დღიანი შიმშილობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისულეს.

ბექა ცერცვაძე ციხეში 36 დღიანი შიმშილობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისულეს.

Published on

ბექა ცერცვაძე, რომელსაც  გამოძიება პრობაციის ცენტრის დაცვის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა, ცოტა ხნის წინ სასამართლო სხდომიდან 16 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისულეს.

30 წლის ბექა ცერცვაძის 36 დღიანი შიმშილობა და პატიმრობა დასრულებულია. ეს ის ახალგაზრდაა, რომლის მამამ გლდანი ციხესთან შვილის უკანონო დაპატიმრებისადმი პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა.

ბექა ცერცვაძე აცხადებს, რომ მას პოლიციამ  ჯერ პირბადის გარეშე სიარულში დასდო ბრალი, ხოლო პროტესტი მის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებისა და შეუსაბამო  სასჯელით დამუქრების  გამო,  პოლიციიასადმი წინააღმდეგობისგაწევად გაუფორმეს და ციხეში გაამწესეს.  ბექა ცერცვაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ცრუ ბრალდების საფუძველზე აღძრეს.  ბექა ცერცვაძე გაჩერებას არ აპირებს და აცხადებს,რომ ბრძოლას მანამდე გაარძელებს, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს: ,,მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს, რომელიც ყველამ ერთად აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ფიზიკურად სუსტად ვარ, რაბილიტაციაა საჭირო” -თქვა მან დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ. 

 ბექა ცერცვაძის საქმეზე სასამართლოს მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს არის ჩანიშნული.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...