სასამართლომ R2-ის საქმეზე დვალისა და აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა – გააუქმა ყადაღაც

0
247

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ისინი კომპანიის კუთვნილი წილების დაბრუნებას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, მოსამართლემ ყადაღაც გააუქმა.

დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, 2006 წელს მას წილები იძულებით დაათმობინებს, რაზეც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო დავა დაიწყო.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია 2019 წლის ზაფხულში გადაიფორმა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის სარჩელი. ამავე წელს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს.

სასამართლომ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი.

წინა სტატიაზუგდიდის მეორე საჯარო სკოლას ავსტრიის ელჩი ესტუმრა და ავსტრიული კუთხე გახსნა [Video]
შემდეგი სტატიაMEP -ის პროგრამის ფარგლებში ამერიკელმა ექსპერტებმა ზუგდიდში ვიზიტი შეაჯამეს [Audio]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური