“ქუჩაში არ გეძლევით ინტერვიუებს” – ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვას, შეიწყალებს თუ არა მესამე პრეზიდენტს

0
346

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას – შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს. მას კომენტარი არც რეზიდენციასთან დაგეგმილ აქციაზე გაუკეთებია.

სალომე ზურაბიშვილი ძაღლს ასეირნებდა, როდესაც ჟურნალისტებმა მას კითხვებით მიმართეს. პრეზიდენტმა ხუმრობაც სცადა და ძაღლს უთხრა, ეპასუხა მედიისთვის.

“ქალბატონო, მე ქუჩაში არ გეძლევით ინტერვიუებს. ბომბორა, უთხარი შენ…”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო პლატფორმა დღეს, 14:00 საათზე ორბელიანის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ეროვნული შერიგების მოთხოვნით პირველ აქციას გამართავს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ახლა კრიზისის გადაჭრის ბერკეტი პრეზიდენტის ხელშია.

წინა სტატიასაქართველოს მიმართ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ – კინზინგერი
შემდეგი სტატია“მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია გაიზრდება” – კობა გვენეტაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური