მთავარისიახლეებიპრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის გასათავისუფლებლად რეალური ბერკეტი გააჩნია.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნანუკა ჟორჟოლიანი ფორმულასთან ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანს ზურაბიშვილთან შეხვედრა სურს, დროს კი 3 საათამდე აძლევენ. უარის შემთხვევაში კი სამომავლო გეგმებზე განაცხადებენ.

“სინამდვილეში რეალური ბერკეტის მქონე ინსტიტუცია მდებარეობს აქ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ყველაზე რეალურად ქმედითი ნაბიჯი გადადგას. დღეს მასთან შეხვედრას მოითხოვენ ადამიანები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან მიშას პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ ითხოვენ მიშას თავისუფლებას, იმიტომ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხშირად ჰგონიათ, რომ თავისუფლება მიშას არის მხოლოდ მისი მხარდამჭერების მოთხოვნა, ეს ასე არ არის, სწორად ამიტომ, მრავალფეროვანი იქნება ის ჯგუფი, რომელიც მოითხოვს მის გათავისუფლებას”, – თქვა მან.

სიახლეები

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...

აჭარასა და იმერეთში ფრინველის 2 არალეგალური სასაკლაო გამომავლინეთ – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საწარმოო პროცესი შეუჩერეს ფრინველის 2 არალეგალურ სასაკლაოს აჭარასა და იმერეთში. სააგენტოს...

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...