მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. დისციპლინარული ზომების გატარება წამების განგრძობითი ფორმაა

0
283

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, იმ პირების თანამდებობის დატოვება უნდა მოითხოვოს, რომლებიც რუსთავსა და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში იღებდა მონაწილეობას. მისივე თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს იუსტიციის მინისტრმაც. – ამის შესახებ  “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრა. 

მარიამ ჯიშკარიანმა ასევე თქვა, რომ სხვა შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა, დროებითი ღონისძიების მოთხოვნით, სტრასბურგის სასამართლოს უნდა მიმართონ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვონ.

“საუბარი გვაქვს წამების განგძობით ფორმაზე, რომელიც გრძელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედების სახით და რა თქმა უნდა, მე არაერთგზის აღვნიშნე მანამდე, როცა სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო არაადამიანური მოპყრობის მუხლით, თუმცა ჩვენი წარმოდგენით უნდა ყოფილიყო გამოყენებული წამების მუხლი, საერთაშორისო სტანდარტით, მაშინვე მას უნდა განეცხადებინა, რომ ყველა ის პრი, ვინც სავარაუდოდ, ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის წამებასა თუ ღირსების შემლახავ მოპყრობასა და არასათანადო მოპყრობაში, დროებით მაინც, გამოძიების დასრულებამდე, უნდა ყოფილიყო თანამდებობიდან გადაყენებული, ამას მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტი.

ჩვენ ვნახეთ სავალალო შედეგი, ეს საერთაშორისო სტანდარტი არ განხორციელდა, წამებაში ჩართული ადამიანები მიხეილ სააკაშვილმა ამოიცნო და ისინი აგრძელებენ თავიანთ სადისტურ ქმედებებს. სწორედ ეს არის განგრძობითი წამების ფორმა და როგორც მინიმუმ, სახელმწიფო ინსპექტორი ხვალ უნდა შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, გამოკითხოს იგი, და მოითხოვოს ყველა ამ პირის თანამდებობიდან გადაყენება, მათ შორის მე-12 და მე-18 დაწესებულებაში, ვინც სავარაუდოდ, მის ფსიქოლოგიურ თუ არაადამიანურ მოპყრობაში იყო ჩართული და მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრმაც უნდა დატოვოს თანამდებობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რა არის ალტერნატივა  – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა მიმართონ ადვოკატებმა ახალი დროებითი ღონისძიების მოხოვნით და ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება, ვინაიდან საქართველოს ციხეთა სისტემა მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის წარმოადგენს საფრთხეს”,-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ინსპექტორის სამსახურის განცხადების შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მის მიმართ ე.წ. დისციპლინური ზომების გატარება გადაწყვიტა და მას  შეუზღუდა შეხვედრები და ჩამოართვა ტელევიზორი.

მიხეილ სააკაშვილი  დისციპლინური ზომების გაუქმებას მოითხოვს და  პროტესტის ნიშნად მკურნალობას წყვეტს.

წინა სტატიაეს არის წამების ახალი ფაქტი და დაწესებულება, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს… იგი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას” – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიამესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაურკვეველი მიზეზით არ შეუშვეს. 
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური