MEP-ის პროგრამის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ამერიკელი ექსპერტები სტუმრობდნენ

0
241

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებული და WorldChicago-ს ორგანიზებული მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ამერიკელი ექსპერტები სტუმრობდნენ. მედიაგანათლების პროგრამა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩო. პროგრამის მიზანია, საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა. პროექტი მოიცავს ორკვირიან სასწავლო ვიზიტს აშშ-ში და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას და ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტს საქართველოში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ,,მედიახელოვნების/ციფრული მედიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების პროცესში ფაკულტეტზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარებით რეკომენდაციების გაწევა. ვიზიტის ფარგლებში შეიქმნა კურიკულუმის სტრუქტურა, მოხდა პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება. აღნიშნული აქტივობა დაგეგმილია ფაკულტეტის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმით და ორიენტირებულია სააკრედიტაციო მიზნებისთვის. პროგრამის შემუშავება და განხორციელება ეფუძნება ბაზრის კვლევებსა და რეგიონის მოთხოვნებს, თანამედროვე მედიის გამოწვევებს.
ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროგრამისთვის გამოყოფილი შესაბამისი ლაბორატორია და სტუმრობდნენ ტელე რადიო კომპანია „ოდიშს“

წინა სტატიაMEP -ის პროგრამის ფარგლებში ამერიკელმა ექსპერტებმა ზუგდიდში ვიზიტი შეაჯამეს [Audio]
შემდეგი სტატიაადვოკატი: პენიტენციურმა სააკაშვილს 70 ლარის გადახდა დააკისრა და ტელეფონზე საუბარი შეუზღუდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური