მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანიის კანცლერად სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი დაინიშნა

გერმანიის კანცლერად სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი დაინიშნა

Published on

დღეს გერმანიის ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი 395 ხმით გერმანიის ახალ კანცლერად აირჩია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოლაფ შოლცი სამი პარტიისგან დაკომპლექტებულ კოალიციას გაუძღვება და ჩაანაცვლებს ანგელა მერკელს, ვინც 16 წლის განმავლობაში იკავებდა გერმანიის კანცლერის პოზიციას. მანამდე შოლცი მერკელის ხელისუფლების პირობებში ვიცე-კანცლერი იყო.

ახალი კანცლერის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გამარჯვება სექტემბრის ბოლოს იზეიმა. არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატების პარტია მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატებთან ერთად კოალიციის შექმნაზე მუშაობდა. შეთანხმებას მხარეებმა ხელი სამშაბათს მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ ახალ პარლამენტში შოლცის კოალიციას უმრავლესობა აქვს.

ძალაუფლების გადაცემით მერკელის 31 წლიანი პოლიტიკური კარიერის დასასრული აღინიშნება.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...