ცხელი ზამთარი ელოდება “ოცნებას”… სანამ მიხეილ სააკაშვილი გეყოლებათ ტყვეობაში, პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება – ლევან ხაბეიშვილი

0
232

“გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი, სანამ მიხეილ სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე პოლიტიკური კრიზისი ბუნებრივად ვერ დასრულდება” – ამის სიტყვებით მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა “ქართულ ოცნებას” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ეროვნული შერიგება სჭირდება ქვეყანას, რათა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

“ვისაუბრეთ გეგმებზე და მე შემიძლია, გავუმეორო “ოცნების” ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი. სანამ მიხეილ სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე პოლიტიკური კრიზისი ბუნებრივად ვერ დასრულდება. და თუ ვინმე ფიქრობს ამ ქვეყნის კეთილდღეობასა და ბედზე, ეს პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად არის, რომელიც ეროვნული შერიგების იდეით გამოდის. ახლა გაჯიუტებისა და კუნთების თამაშის დრო არ არის, მე მაქვს წარმოდგენა, რომ თქვენ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებავ, ემსახურებით რუსებს და თუ ეს ასე არ არის და ნამდვილად გაღელვებთ ქართველი ხალხის ბედი, ამ შერიგებას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. თუ ამაზე არ მოდიხართ და ზამბარას ძალიან ებღაუჭებით და წელავთ, დიახ, მოგხვდებათ დინგში ივანიშვილო და “ქართული ოცნების” კრიმინალურო ბანდავ. ძალიან ცხელი ზამთარი ელოდება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, ნიკა მელიას სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გაჟღერებულიყო, რომ ენმ-ის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას სრულად უჭერს მხარას.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა
შემდეგი სტატიაპარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის – შეხვედრები რეგიონებში სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური