მთავარისიახლეებიმსოფლიოთუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კონფრონტაციას გააგრძელებს, აშშ რუსეთს ხისტ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს

თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კონფრონტაციას გააგრძელებს, აშშ რუსეთს ხისტ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს

Published on

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის თქმით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კონფრონტაციას გააგრძელებს, აშშ რუსეთს ხისტ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. პრაისის თქმით, ეს ინფორმაცია რუსეთს ცხადად მიაწოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ამ საკითხზე ისაუბრებს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ვიდეო შეხვედრის დროს.

“თუ მოსკოვი არ გამოხატავს დიპლომატიურ განმუხტვის ინტერესს, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები მზად ვიქნებით, მივმართოთ ისეთ ზომებს, რომლებიც წარსულში არ გამოგვიყენებია. კონკრეტულად, თუ რუსეთი გააგრძელებს კონფრონტაციას და სამხედრო მოქმედებას, ჩვენ ნათლად ვუთხარით მოსკოვს, რომ ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე, მათ შორის [მივამრთავთ] მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, რომელთა გამოყენებისგან წარსულში თავს ვიკავებდით.

…ეს არის ის ზომები, რომლებიც წარსულში შეგნებულად არ გამოგვიყენებია, იმის გათვალისწინებით რა გავლენა ექნებოდათ მათ რუსეთზე. მაგრამ თუ რუსეთი არ აირჩევს დე-ესკალაციის გზას და თუ მისი არჩევენი იქნება სამხედრო აგრესია უკრაინაში და უკრაინის სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მოქმედებისთვის ვიქნებით მზად”. – თქვა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.

პრაის თქმით, ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა და ასევე ეს იქნება ის საკვანძო საკითხები, რომლებზეც ჯო ბაიდენი ღეს, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრაზე ვლადიმირ პუტინთან ისაუბრებს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...