მთავარისიახლეებიპოლიტიკაოფიციალურ ბიშკეკში მიხეილ სააკაშვილის რეფორმებით დაინტერესდნენ - ,,მის მიერ საქართველოსა და უკრაინაში...

ოფიციალურ ბიშკეკში მიხეილ სააკაშვილის რეფორმებით დაინტერესდნენ – ,,მის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული რეფორმები გასაოცარია ”

Published on

საქართველოსა და უკრანაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმებით ოფიციალურ ბიშკეკშიც დაინტერესდნენ. დღეს ყირგიზეთის პრემიერმინისტრი  სადირ ჟაპაროვი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების გუნდის წევრებს შეხვდა.

დღევანდელ შეხვედრაზე ყირგიზეთის პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებული სხვა რეფომრებიც, განიხილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდთან მომავალ კვირაში ახალი შეხვედრებიც დაანონსა

როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისი ხელმძღვანელი მარია ბარაბაში ამბობსა. მისივე თქმით, პრემიერი ჟაპაროვი მოხარულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული რეფორმები და ინიციატივები მოქმედია და ეს ეხმარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს განვითარებაში.

როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისი ხელმძღვანელი მარია ბარაბაში ამბობს, პრემიერი ჟაპაროვი მოხარულია მიხეილ სააკაშვილის რეფორმების გუნდის ყირგიზეთში ჩამოსვლით და სურს თავის ქვეყანაში  გაატაროს ის რეფორმები, რომელიც სააკაშვილმა საქართველოში განახორციელა.

პრემიერმა ჟაპაროვმა დაადასტურა, რომ , პირველი რეფორმა, რომლის გატარებაც ყირგიზეთში სურთ, სამშენებლო და არქიტექტურის სექტორს ეხება

პრემიერი  მიესალმება რეფორმების ექსპერტებს, რათა ახალი ყირგიზეთის აშენებაში დაეხმარონდა მოხარულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული რეფორმები და ინიციატივები მოქმედია და  ეხმარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს განვითარებაში. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოსა და უკრაინაში გაწეული სამსახური გასაოცარი იყო და სინანული გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკანონოდ იმყოფება. 

,, მზად ვართ, დავეხმაროთ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მზად იქნება კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლოს და დემოკრატული რეფორმები გაატაროს”, –  ამბობს მარია ბარაბაში

 მომდევნო სამშაბათს, ბარაბაში და მისი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი ბიშკეკში ჩავა  და მოლაპარაკებებს გამართავს  პრემიერთან იმ რეფორმების შესახებ,  რომელთა იმპლემენტაცია ყირგიზეთში სურთ.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...