გია ვოლსკი: ალტ ინფოს პარტიას არ დავარეგისტრიდებდი, იმიტომ, რომ ჩემი კრედო რადიკალურად განსხვავებულია

0
324

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ძალადობრივი ჯგუფის ალტ ინფოს პარტიას არ დაარეგისტრირებდა, რადგან, მისი “კრედო” რადიკალურად განსხვავებულია. 

“მე, მაგალითად, არ დავარეგისტრიდებდი, იმიტომ, რომ ჩემი კრედო, ვთქვათ, პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება. მაგრამ, არის, ვთქვათ, გერმანიაშიც, რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები, მაგრამ პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე მას საფუძველი, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან გაერთიანებას, რომ იმოქმედოს იატაკქვეშეთში”, — განაცხადა მან.

დღეს, 7 დეკემბერს საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ ინფოს პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ ინფომ პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. ალტ ინფოს პარტიის ასაკრძალად ოპოზიციის დეპუტატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათი განცხადებით, ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ინსპექტორის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტი’
შემდეგი სტატია,,რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება”- ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა  
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური