ნიკა მელია: ჩვენთვის მისაღებია, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყოს ენმ-დან, მაგრამ იყოს ოპოზიციონერი

0
282

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიისთვის მისაღებია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯამურად ოპოზიციას მეტი მანდატი აქვს, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყოს ნაციონალური მოძრაობიდან, მაგრამ იყოს ოპოზიციონერი. 

“იმედი მაქვს, ბატონი გახარიას პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საკრებულო იქნება ოპოზიციური და საკითხი არ დადგება – ვიყო მე საკრებულოს თავმჯომარე, მაგრამ მოდით, მოადგილე იყოს ქართული ოცნების წევრი. ჩვენ თანამდებობები კი არ გვინდა საკრებულოებში, ჩვენ გვინდა, რომ ოპოზიციამ წესრიგი დაამყაროს მუნიციპალიტეტებში”, – თქვა  ნიკა მელიამ გადაცემა კვირის ფორმულაში.

წამყვანის კითხვაზე, პარტია თუ არის მზად, რომ გახარიას პარტიის წევრებს შესთავაზოს საკრებულოების თავმჯდომარეობა, მელია პასუხობს, რომ არ გამორიცხავს.მისი განცხადებით, ჯერჯერობით, გახარიას პარტიასთან ამ საკითხზე კონსულტ აცია არ ჰქონიათ, თუმცა, მისი თქმით, “ადრე თუ გვიან მოუწევთ”.

“არ გამოვრიცხავ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო იყოს ოპოზიციური. მე ვფიქრობ, ჩვენთვის მისაღები არის უმრავლეს ასეთ ოლქებში თავმჯდომარე საკრებულოსი არ იყოს ნაციონალური მოძრაობიდან, მაგრამ სხვა ყველა წამყვან რგოლებს სათავეში ჩაუდგეს ასევე ოპოზიციონერი”, – განაცხადა მელიამ.

წინა სტატია,,ირაკლი კობახიძე, შეეშვი კელი დეგნანთან ბრძოლას, ყოველთვის წააგებ.” – იან კელი 
შემდეგი სტატიავინ, ვის და რატომ ასამართლებს?- გიორგი თარგამაძის ედიტორიალი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური