მთავარისიახლეებიეკონომიკამთავრობა დევნილთა130-მდე ოჯახს საერთო სარგებლობის ფართების 1 ლარად გადაცემას პირდება

მთავრობა დევნილთა130-მდე ოჯახს საერთო სარგებლობის ფართების 1 ლარად გადაცემას პირდება

Published on

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით დევნილთა 130-მდე ოჯახს, 300-ზე მეტ ადამიანს საერთო სარგებლობის ფართებს, იქნება ეს სხვენი, სარდაფი თუ სხვა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცემს.

“იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებთ ჩვენ მორიგი ქონების გადაცემა განვახორციელეთ სიმბოლურ ფასში, 5 ბინათმშენებლობის კოოპერატივს, რომელიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, ეს არის 130-მდე დევნილთა ოჯახი, 300-ზე მეტი ადამიანი, ვინც ქობულეთში და თბილისში, სხვადასხვა რეგიონში მიიღებს 1 ლარად საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს იმ კორპუსებში, სადაც ისინი არიან კომპაქტურად ჩასახლებულები. ეს არის სხვენები, სარდაფები, სხვადასხვა ფართი, რომელსაც ისინი საჭიროებენ, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ”. – ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება არაა და პერიოდულად, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს სიმბოლურ ფასად ფართებს უკანონებენ.

“ეს არ არის ერთადერთი გადაწყვეტილება, ჩვენ პერიოდულად მსგავს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როდესაც 1 ლარად, სიმბოლურ ფასში ვუკანონებთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, მათ შორის დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამა თუ იმ მისამართზე, მაგრამ დღემდე საკუთრებაში არ ჰქონდათ დაკნონებული საცხოვრებელი ფართი, ამ პრობლემას ჩვენ სისტემურად ვაგვარებთ და პროცესი გაგრძელდება”. –  თქვა თურნავამ.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...