,,ხელისუფლებას ამომრჩეველი მიაჩნია ჩლუნგ მასად, რომელსაც შეპირდება ერთს და აკეთებს მეორეს” – რომან გოცირიძე

0
273

“როგორც კი ხელისუფლებას პატარა შანსი მიეცემა, როგორც კი დაიხელთებს, რომ ოპოზიციური ზეწოლა ან საერთაშორისო ზეწოლა ოდნავ შერბილდა, მომენტალურად იხევს უკან. მათ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. ამომრჩეველი მიაჩნია ჩლუნგ მასად, რომელსაც შეპირდება ერთს და მერე აკეთებს მეორეს” – აცხადებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.

იგი თვლის, რომ ოცნება  საბოლოო ჯამში, ვერ გაბედავს  ჩააგდოს დოკუმენტი ბარიერის დაწევის შესახებ.

,,ძალიან დიდი იქნება საერთაშორისო წნეხი. ევროკავშირისგან უკვე იყო განცხადება, რომ მომავალი დახმარება დამოკიდებული იქნება დემოკრატიულ რეფორმებზე… მოთმინების ფიალა ივსება. რაღაც ეტაპზე იქნება მწვავე რეაქცია და ეს რეაქცია გამოჩნდება, თუ კიდევ ერთხელ გაბედეს შარლ მიშელის დოკუმენტის მთელი პროცესის ჩაგდება”- ამბობს რომან გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

იგი პასუხობს  კრიტიკოსებს, რომლებიც თვლიან, რომ მაღალი ბარიერის დატოვება ორი პარტიის ინტერესებშია: “როცა ამბობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” – ორივეს აწყობს, რომ იყოს 5%-იანი ბარიერი – რა გვაწყობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 40% მიიღოს (დღევანდელი რეალობიდან გამოვიდეთ. ჩვენ არავითარი ილუზიებით არ ვიკვებებით, რომ მარტო “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია უმრავლესობის აღება)  – “ნაციონალურმა მოძრაობამ – “39% , დანარჩენი დარჩეს ბარიერს მიღმა, გაუნაწილებელი ხმები წაიღოს “ქართულმა ოცნებამ” და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით ერთადერთი ოპოზიციური პარტიის სტატუსით პარლამენტში? არასერიოზულია!

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა პარტიების შემოსვლა პარლამენტში, ვინაიდან მხოლოდ კოალიციური გაერთიანებით შეიძლება “ქართული ოცნების” დამარცხება”.

წინა სტატია ,,ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში თქვენს გვერდით ვართ.” – ლექსო რაფავას წერილი მიხეილ სააკაშვილს
შემდეგი სტატიაგორდონი: სააკაშვილი გმირია, რომელმაც გაბედა და ივანიშვილის საქართველოში დაბრუნდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური