დღეიდან, 6 დეკემბრიდან “დროა” ისტორიის წიგნში შეტანილი ცვლილების გამო პროტესტს იწყებს

0
341

“არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება” – დღეიდან, 6 დეკემბრიდან “დროა” ისტორიის წიგნში შეტანილი ცვლილების გამო პროტესტს იწყებს. პროტესტი მეცხრე კლასისი ისტორიის სახელმძღვანელოში “ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დიდ ქველმოქმედად და მეცენატად შეტანაა.

დღეს 3 საათზე განათლების სამინისტროსთან პარტია აქციას გეგმავს.

ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო. “დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?” – შეცვლილ ისტორიასთან ერთად სახელმძღვანელოს ავტორები მოწაფეებს ამ კითხვასაც უსვამენ.

ამავე სახელმძღვანელოში შეცვლილია “ვარდების რევოლუციის” მოვლენათა ქრონოლოგიაც. მოსწვალეებს ასწავლიან, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში შეცდომა დაუშვა.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პროტესტს სხვადასხვა ფორმა ექნება და მასში თავს ყველა იპოვის.

წინა სტატია“ევრობასკეტის” თამაშებს თბილისში ჩაშლა ემუქრება – ფიბაში ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოებით იმედგაცრუებულები არიან
შემდეგი სტატიასაქართველოში მკურნალობა შეუძლებელია – “ემპათია” მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ჰოსპიტალიზაციას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური