მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის ჯანმრთელობა სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ - კელი დეგნანი

სააკაშვილის ჯანმრთელობა სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ – კელი დეგნანი

Published on

 მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალისტებმა უნდა  შეაფასონ – აცხადებს აშშ-ს ელჩი  საქართველოში კელი დეგნანი  ჟურნალისტების კითხვის პასუხად რას ფიქრობს საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნული შესაძლო არაადეკვატური მკურნალობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მისი განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში გაჩენილ კითხვებს  იმ ექსპერტებმა უნდა შეაფასონ, რომლებიც ამ პროცესში, არიან ჩართულები, რადგან მათ უკეთ იციან აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა მიმართონ ზომებსაც. ეს მათი პრეროგატივაა:

„შექმნილია ექსპერტების გუნდი, მათ შორის, სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი მედიკოსთა გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ უკეთ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მისი საჭიროებების, ისე სტაბილურობის თვალსაზრისით. დიდი იმედი მაქვს, ყველა გაუწევს ანგარიშს კვალიფიციური მედიკოსების დასკვნებს, რომლებსაც აქვთ ცოდნა, რომ შეაფასონ მისი მდგომარეობა და დაადასტურონ, რომ ის ნამდვილად იმ მკურნალობას იღებს, რაც მას სჭირდება“.– განაცხდა დეგნანმა. 

დიპლომატი უპირატესობას სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს ანიჭებს.

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...