“ყველაფერი, რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს” – 

0
286

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია რამდემი ხნის წინ შევიდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის  მოსანახულებლად. 

გიული ალასანიამ ჰოსპიტალში შესვლამდე პრეზიდენტის შესაძლო არასწორ მკურნალობაზეც ისაუბრა. თქვა, რომ მისი დაკვირვებით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღე უკეთ იყო, მაგრამ ნელნელა უკან მიდის.

“ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა,  ახლა,სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს ჩემი შვილი არის ამ სისტემის ხელში და ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს.  აქ რომ გადმოიყვანეს რამდენიმე დღე, თითქოს, იყო უკეთესად, ამ გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან. მე ექიმი არ ვარ, იმ ანალიზებს არ ვნახულობ და ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი. 

მანამდე ფსიქოტროპულ პრეპარატებს არ იღებდა და ახლა მე არაფერში  ვარ დარწმუნებული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ეს არ არის ჩვეულებრივი ნერვიულობა,  , თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ რა ფორმით ხდება მისი მიღებააბებით თუ საკვებით არ ვიცი. 

კი, კოვიდი გადაიტანა, ერთხანს რაღაცს სისუსტეს გრძნობდა  მაგრამ…არ ვიცი იმ კოვიდის შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ რომ გაესინჯა, იქ რაღაცა დაუნიშნეს, მაგრამ მხოლოდ  ერთი იყო და კარგად გრძნობდა თავს  – , მე ხშირად დავდიოდი კიევში და ვხედავდი აქტიურ ადამიანს, ამ შემთხვევაში კი სრულიად სხვა სურათია. 

კითხვის ნიშნებს ნამდვილად მიჩენს, არაფერი  ვიცი, მაგრამ  არაფრის გარანტია არ ამქვს. ის კი არა, რომ ექიმების მიმართ არ მაქვს ნდობა, ექიმები შეიძლება ძალიან კარგი არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას მაგალითად, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი, უკაცრავად, არ მაქვს ნდობა”,- ამბობს გიული ალასანია. 

წინა სტატია6 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ თბილისში, მელიქიშვილზე გაჩენილი ხანძრის შედეგად
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის ვიზიტი აშშ-ში და გზავნილები ვაშინგტონიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური