,,ჰოლანდიელი ექიმების მიერ მხოლოდ ერთი პრეპარატი იყო დანიშნული, თუმცა გლდანის ციხეში დამატებით კიდევ 3 დაენიშნა”- მარიამ ჯიშკარიანი

0
320

სახელმწიფო კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე ირწმუნება, რომ ფსიქტრპული საშუალებები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა, ჰოლანდიელი ექიმების დანიშნულია. მისი თქმით, იმაში,   რომ დაპატიმრებული პრეზიდენტი აღნიშნულ წამლებს იღებდა, საქმის კურსში იყო მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. 

,,ის იღებდა მედიკამენტებს ჯერ კიდევ პირველ ვიზიტზე, როცა ჩვენ ვნახეთ, რმელიც დანიშნული იყო მისი ჰოლანდიელი ექიმების მიერ პოსტკოვიდური ნევროლოგიური გართულების გამო. მან თვითონ მოგვიყვა წამლის დოზირებაზე და გვითხრა, რომ ამ წამალს ხან ვუმატებ, ხან ვაკლებო და იღებდა მიზერულ დოზას. როცა შევხვდით მარიამ ჯიშკარიანს,  მაშინ ერთი სიტყვა ამაზე არ უთქვამს, ამიტომ მგონია, რომ რაღაც კომუნიკაციის პრობლმაა”,– განაცხადა შარაშენიძემ. 

მედიკოსის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდი სცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელს  მარიამ ჯიშკარიანის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან, რომ მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ფარმაკოლოგიური წამების მსხვერპლია და მას ფსიქოტროპულ პრეპარატებს პენიტენციურ დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში  არასწორად აძლევდნენ.

ექიმი ოთარ თოიძე, რომელიც ამ სკნადალური დასკვნის თანაავტორია, ამბობს, რმ ჰოლანდიელი ექიმების მიერ მხოლოდ ერთი პრეპარატი იყო დანიშნული, თუმცა მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს, დამატებით კიდევ 3 ფსიქოტროპული პრეპარატი დაენიშნა.

,,მას ფსიქოტროპული წამლები დანიშნული ჰქონდა პოსტკოვიდური პერიოდისთვის და ციხეშ დაემატა კიდევ რამდენიმე მათგანი. სულ ჯამში, თუ არ ვცდები, 4 ფსიქოტროპული პრეპარატი იყო, აქედან საძილედ იყო დანიშნული ორი მათგანი. თავიდან ჩივილები არ ჰქონია, უბრალოდ, მის შიმშილთან და დაძაბულობასთან ერთად მედიკამენტებმა გამოჩინეს გარკვეული ტოქსიკური ეფექტი.”

 

წინა სტატია5 დეკემბერი: დადასტურდა კორონავირუსის 3410 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 46 ადამიანი
შემდეგი სტატია გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პენიტენციური სამსახურის სპეციალური გადასაყვანი ავტომობილია მიყვანილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური