დევნილებმა ზუგდიდში შიმშილობა შეწყვიტეს – მათი ჯანმრთელობა გაუარესდა

0
297

აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნანული ბებიას შვილმა, ნინო ბებიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 3 დეკემბერს, შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს აქციის მონაწილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა ჰქონდათ.

„საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფომ და იქ გადასხმა გაუკეთეს ოთხივეს. ჩვენ, ოჯახის წევრები ძალიან ვთხოვდით მათ შიმშილობის შეწყვეტას და დღეს მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ შეწყვიტეს შიმშილობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნა არ შესრულდა“, – ამბობს ნინო ბებია.

მისივე ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია ოთხივე მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ნინო ბებია განმარტავს, რომ აქციის მონაწილეებმა ახალი ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით, განცხადებით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და გამოხმაურების იმედი აქვთ.

ცნობისათვის: ნოემბრის დასასრულსაფხაზეთიდან დევნილმა 4 პირმა შიმშილობა ახალი ბინის მოთხოვნით დაიწყო.  აქციის ყველაზე ასაკოვან მონაწილეს  63 წლის ქეთევან ინალიშვილს კი პროტესტის ნიშნად პირი ჰქონდა ამოკერილი

წინა სტატიაბაიდენი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის შესაკავებელ პაკეტს ამზადებს
შემდეგი სტატია,, გიორგი ვაშაძის, ბატონი დავით აღმაშენებლის იუსტიციის სახლის სახურავი თავზე ჩამომენგრა” – თეა წულუკიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური