მთავარისიახლეებიმსოფლიობაიდენი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის შესაკავებელ პაკეტს ამზადებს

ბაიდენი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის შესაკავებელ პაკეტს ამზადებს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამზადებს იმ ზომების ყოვლისმომცველ პაკეტს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას.

„თავს ვუყრი იმას, რასაც მივიჩნევ ყველაზე მრავალმხრივ და მნიშვნელოვან ნაკრებს ინიციატივებისა, რომლებიც ძალიან, ძალიან შეუშლის ხელს ბატონ პუტინს გააკეთოს ის, რის გაკეთებისთვისაც ის – როგორც ხალხი შიშობს – ემზადება,“ თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თეთრ სახლში.

ბაიდენმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია მუდმივ კავშირშია უკრაინის ხელისუფლებასთან და ევროპელ მოკავშირეებთან.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 94 ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი და, შესაძლოა, ემზადება ფართო მასშტაბის იერიშისთვის მომავალი წლის იანვრის ბოლოს.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით ბრალდებები მის მიერ არმიის დაჯგუფების გაძლიერებისა და უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრისთვის მზადებაში. მოსკოვში, თავის მხრივ, უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში და აცხადებენ, რომ არის იმის ნიშნები, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადება. უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ წინასწარ დამტკიცებულია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი. „მუშავდება პუტინისა და ბაიდენის ვიდეოკონფერენციის ფორმატში ურთიერთობის შესაძლებლობა. ამასთან, ეს კონტაქტი შესაძლოა უკვე უახლოეს დღეებში შედგეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული თარიღი, მაგრამ ჯობია დაველოდოთ ამერიკის მხარესთან ყველა პარამეტრის შეთანხმებას,“ თქვა უშაკოვმა.

შეკითხვას, შეიძლება თუ არა, რომ პუტინსა და ბაიდენს შორის შეხვედრა შედგეს ინდოეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე, რომელიც 6 დეკემბრისთვისაა დანიშნული, იური უშაკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...