თუ „ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაამტკიცებს, ოპოზიცია ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებსს

0
269

„ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. პირველი, არ არის ეს უმნიშვნელო, შეიძლება ეს ყურს ვიღაცას სჭრის, ფიქრობდეს, რა დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში. არა, მნიშვნელოვანი არის, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა მიხეილ სააკაშვილის დახსნის. განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

 „ თუკი საპარლამენტო უმრავლესობა ამ ცვლილებებს არ მიიღებს უახლოეს პერიოდში, ჩვენ, ოპოზიცია, განსაკუთრებით, ვინც პარლამენტში ჯერ კიდევ ვართ და იქ დარჩენის მიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება,  ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. იქნება ახალი, დამატებითი პლატფორმა, საიდანაც სხვა საპროტესტო მოძრაობაც დაიწყება.

 ქალბატონ კელი დეგნანს  განცხადებაში შემთხვევით  არ უხსენებია  ტირანია , – თქვა მელიამ და დაამატა, – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ [ხელისუფლებას] ეს ძალიან სწრაფად გავაკეთებინოთ 

ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება, მე მჯერა. მე ხო ვიცი, კულისებს მიღმა, რას ვაკეთებთ და როგორ ვემზადებით. საპროტესტო მოძრაობას სჭირდება რესურსებით გაძლიერება. მზად უნდა შეხვდე შენ საპროტესტო მოძრაობას, რომ ბოლოში გაიყვანო, მაგრამ ისე გააკეთო,  რასაც პირველივე დღიდან ვაკეთებთ – არაძალადობრივად, მაგრამ მწვავედ“.

 ,,საზოგადოება ნაწილი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უსამართლოდ მიმდინარეობს,   მისი განაჩენის გამოცხადებას არ შეეგუება. ეს კვანძი მინდა გაიხსნას სისხლისღვრის გარეშე“ – თქვა მან.

წინა სტატია67 გარდაცვლილი და 4 100 ახალი შემთხვევა – 3 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიაახალი სანქციები ბელარუსის მიმართ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური