3457 პედაგოგს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაუუქმდა

0
244

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 3457 პედაგოგს გაუუქმდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2015 წლიდან დღემდე არაერთხელ ჰქონდათ. მათთვის განსაზღვრული ბოლო საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდა კი, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის შემოდგომის ნაცვლად 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა.

წელს მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, პროფესიული უნარების გამოცდა კი 4137 პრაქტიკოსი პედაგოგიდან 2365-მა ვერ ჩააბარა.

2021 წლის გამოცდების და ტრენინგების შედეგების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად,  ეროვნულმა ცენტრმა  იმ მასწავლებლების სია, რომლებმაც ვერ დააგროვეს სტატუსის ასამაღლებლად საჭირო 19 კრედიტქულა, გადასცა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელმაც მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (კანონმდებლობის შესაბამისად) ზემოაღნიშნულ პედაგოგებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაუუქმა.

 

წინა სტატიაახალი სანქციები ბელარუსის მიმართ
შემდეგი სტატიაზუგდიდiის ცენტრში მსუბუქი მანქანა ქვეითს დაეჯახა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური