ევროკავშირიდან საქართველოს 50 მოქალაქე გამოაძევეს. ისინი მცირე ხნის წინ თბილისის აეროპორტში გერმანიიდან სპეცრეისით ჩამოვიდნენ.
საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება ამ ფაქტან დაკავშირებით, შესაბამისად უცნობია , რა პასუხისმგებლობას კისრულობს იგი ამ ადამიანების ბედზე, ვინ არიან დეპორტირებულები, რა მიზეზით წავიდნენ ისინი სამშობლოდან და რა მიზეზით არ მიიღო ევროპამ, რა მომავალი ელით სამშობლოში გამოძევებულებს