უკვე მესამე დღეა შსს მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს აქციაში მონაწილეობის გამო კარდაკარ დასდევს და აკავებს

0
266

ხელისუფლება სააკაშვილის მხარდამჭერების დასაშინებლად –სპეცოპერაციებს ატარებს.   უკვე მესამე დღეა, შსს მათ აქციაში მონაწილეობის გამო კარდაკარ დასდევს და აკავებს.

სპეცოპერაციების სერიის  ნაწილი  დღეს ახალციხეში ჩატარდა, სადაც ერთი პირის დასაკავებლად კრიმინალური პოლიციის 15 ეკიპაჟის იყო ჩასული.

მცირე მეწარმე,  სტეფანე გიქოშვილი, რომელიც 29 ნოემბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იყო ჩასული,  საცხობიდან სამართალდამცველებმა მოტყუებით გარეთ  გამოიყვანეს, ხელბორკილები  ხალხის თვალწინ დაადეს და მისი ოჯახის წევრებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სტეფანე გიქოშვილს ბრალი  პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის მუხლით წარუდგინეს.  მას საქალაქო სასამართლოს დაცვის ჯიხურთან მომხდარ ინციდენტს ედავებიან. დააკავეს მისი შვილიც, იოსებ გიქოშვილიც, რომელიც ახალციხეში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდა. 

კიდევ ერთი დაკავებული 55 წლის ემზარ სუკაევია, ისიც იგივე სცენარით, სპეცოპერაციით რუსთავში, საკუთარი სახლიდან, აიყვანეს – მამაკაცს პოლიციელებმა ჩასაფრება მოუწყეს.

ემზარ სუკაევი ,,პირველების” მიერ გადაღებულ ამ კადრებში ბესიკ თამლიანთან ერთად პოლიციის ჯიხურის სახურავზე იმყოფება, თუმცა ვიდეომასალაში ჩანს, რომ ის ფიზიკურად პოლიციელებს არ უსწორდება.

ტვ პირველის ინფორმაციით,  სამივე დაკავებული ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წინა სტატიასააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიანიკა მელია: ხშირად მეუბნებიან – დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო; ნუ გაქვთ იმის განცდა, რომ პროტესტი შესაძლებელია მინავლდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური