წუხელ თბილისში CO-თი ინტოქსიკაციას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0
379

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა.

გაზგამანაწილებელი კომპანიის, “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ბინაში კუსტარულად იყო დამონტაჟებული წყლის გამათბობელი ღია წვის კამერით. დახურულ სივრცეში მსგავსი გამათბობლის დამონტაჟება აკრძალულია. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელმა, ტარიელ ღვინიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარდაცვლილები ირანის მოქალაქეები იყვნენ. ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

„თბილისი ენერჯის“ თანახმად, ფართი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და საცხოვრებლად თვითნებურად იყო გადაკეთებული. საქმეს შსს იძიებს.

წინა სტატიაგიგი უგულავა ბრალის წარდგენის მოლოდინშია – იგი უკვე მიიყვანეს სასამართლოში
შემდეგი სტატიაიანვრიდან პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენის საფასურის გადახდა 16 რიცხვამდე შეეძლებათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური