მთავარისიახლეებიპოლიტიკა სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალინდელი დღისთვის მზადაა

 სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალინდელი დღისთვის მზადაა

Published on

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ხვალინდელი დღისთვის მზადაა.

“მზად არის ხვალინდელი დღისთვის. გუნება-განწყობა არის კარგი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არაა. ანალიზების მხრივ ყველაფერი რიგზეა”, – განაცხადა ექიმმა.

ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, მათ ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, გადაიყვანენ თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწროს.

 

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...