პიჯაკების საქმე – მოვლენების ეპიცენტრი 2 დეკემბერს ისევ საქალაქო სასამართლო იქნება

0
328

ხვალ, 2 დეკემბერს  საქალაქო სასამართლოში  ე.წ. “პიჯაკების საქმის” განხილვა გაიმართება. საქმეს  მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.

ჯერჯერობით უცნობიამისცემს თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრების ნებართვას, მიიყვანენ თუ არა მესამე პრეზიდენტს მის პროცესზე, შეძლებს თუ არა ივანიშვილის მთავრობა დაძლიოს  თავისი შიშები ხალხის შეკრებისა და მიხეილ სააკაშვილისთვის საჯაროდ ლაპარაკის მიმართ . 

მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი საამართლო პროცესის პარალელურად საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ადგილზე ბევრი ხალხი უნდა მივიდეს.

,,უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“ , რომ მართლა ძალიან ბევრნი ვართ. თითქოს ადრე იძახდნენ, რომ ასი კაცი ვართ, ორასი კაცი ვართ, არა?

ჩვენ მართლა ძალიან ბევრნი ვართ და მიშა არის მართლა გმირი და პატრიოტი. როგორც მოგეხსენებათ, მან ყველაფერი გადადო გვერდზე  და ჩამოვიდა საქართველოში, შეუერთდა ქართველ ხალს და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ვთვლი, რომ ყველა ბრალდება არის თითიდან გამოწოვილი’, – ამბობს გიორგი სააკაშვილი.

იუსტიციის მინისტრის მუქარას, რომ საპორტესტო აქციების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ისევ გლდანის ციხეში დააბრუნებს, ოპოზიციაში პასუხობენ. ენმ-ს წევრი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობდოან გამომდინარე, მისი გლდანის ციხეში დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის. 

მისი თქმით, თუ სააკაშვილს გლდანის ციხეში მაინც დააბრუნებენ, ამას მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰვება. 

,,მას ჯერჯერობით წოლითი რეჟიმი აქვს და უნდა იმყოფებოდეს კლინიკაში, სადაც მას უნდა უტარდებოდეს გარკვეული ტიპის კვლევები, ამიტომ მისი გადაყვანა ახლა რუსთავის ციხეში არ არის რეკომენდირებული. ამას წყვეტენ ექიმები და არა იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება” – ამბობს კობა ნაყოფია.

 

წინა სტატიასწრაფი ტესტი ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს — ამირან გამყრელიძე
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა ბრალის წარდგენის მოლოდინშია – იგი უკვე მიიყვანეს სასამართლოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური