გიგი უგულავა ბრალის წარდგენის მოლოდინშია – იგი უკვე მიიყვანეს სასამართლოში

0
340

ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. 

“მარნეული მოვიარე, გამიშვებენ კიდე სადმე კურორტზე ხაშურში. აბასთუმანში თუ არის კაპეზე, აბასთუმანის კაპეზეს ვითხოვ, სუფთა ჰაერზე, ან ბორჯომის”, – თქვა გიგი უგულავამ პროცესის დაწყებამდე. 

ოპოზიციონერი ლიდერი ბრალის წარდგენის მოლოდინში - უგულავა სასამართლოში მიიყვანეს

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ  პროცესზე  წარადგენს უწყვეტ ვიდეოკადრებს, რომელიც უგულავას უდანაშაულობას ამტკიცებს.

,,გიგი უგულავას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ დაურღვევია, თუმცა ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მუშაკისადმი დაუმორჩილებლობას. ჩვენ წარვადგენთ უწყვეტ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია” 

 

ადვოკატი წინასწარ ვერ აკეთებს პროგნოზს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს  სასამართლო გიგი უგულავას მიმართ და არ გამორიცხავს, სასამართლომ ჯარიმა ან პატიმრობაც გამოიყენოს.

ცნობისთვის, გიგი უგულავა 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

წინა სტატიაპიჯაკების საქმე – მოვლენების ეპიცენტრი 2 დეკემბერს ისევ საქალაქო სასამართლო იქნება
შემდეგი სტატიაწუხელ თბილისში CO-თი ინტოქსიკაციას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური