მთავარისიახლეებისამართალი,, ჩემი ძმა უდანაშაულოა. შეიწყალეთ და აპატიეთ იმას, ვისაც მკვლელობა აქვს ჩადენილი'' -...

,, ჩემი ძმა უდანაშაულოა. შეიწყალეთ და აპატიეთ იმას, ვისაც მკვლელობა აქვს ჩადენილი” – ლუკა კალანდია ზაზა სარალიძეს

Published on

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის,  მიხეილ კალანდიას ძმა ეხმაურება ზაზა სარალიძის მიერ”ტვ პირველის” ეთერში გაჟღერებულ განცხადებას , რომლის მიხედვითაც შვილმკვდარმა მამამ პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალება სთხოვა. 

მისი თქმით, სარალიძის პოზიცია მისასალმებელია, რომ ახალგაზრდები ციხეში არ უნდა ისხდნენ, თუმცა “მიხეილ კალანდიასთან მიმართებით, სიტყვათა მსგავსი ფორმულირება, კატეგორიულად მიუღებელია”:

დღეს პირველი დეკემბერია… უმძიმესი დღე ჩემი და სამწუხაროდ, კიდევ ძალინ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში… 4 წელია ვგლოვობთ გარდაცვლილებს, ხოლო ცოცხლად გადარჩენილებს ყოველდღიურად მორალურად ვკლავთ… ძალიან მიჭირს დღეს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მაგრამ უამრავი კითხვა შემომივიდა დაინტერესებული ადამიანების მხრიდან, ინგა გრიგოლიას გუშინდელი  ღამის ეთერის შემდეგ, სადაც, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს მიმართა მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების მოთხოვნით. 

ზოგადად, პატიება, მიტევება, ნამდვილად ღირსეული ნაბიჯია და მისი პოზიცია, რომ ახალგაზრდები ციხეში არ უნდა ისხდნენ, მისასალმებელია. ამასთან, როგორც ვიცით, მან უკვე აპატია მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთ მსჯავრდებულს…

 თუმცა….. შეიწყალეთ და აპატიეთ იმას, ვისაც მკვლელობა აქვს ჩადენილი!!! მიხეილ კალანდიასთან მიმართებით, სიტყვათა მსგავსი ფორმულირება, კატეგორიულად მიუღებელია!!!

მაინტერესებს, რა აპატია ბატონმა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას? –  დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია და რომელშიც, ასე დაჟინებით, და როგორც აღმოჩნდა, იმდროინდელი პირველი პირების ხელშეწყობით სდებდა ბრალს მიუხედავად ყველაფრისა?!

ან იქნებ, ეს ხელისუფლების მორიგი მცდელობაა ხორავას ქუჩის საქმე წარსულს ჩააბაროს…?  

თუ ეს ყოველივე თქვენთვის პოლიტიკურია თამაშია, ჩვენთვის – სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, რომელიც დაიწყო 2017 წლის დაწყევლილ 1 დეკემბერს და გაგრძელდება იქამდე, სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება!  

ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ახლა უკვე არა საქართველოში, სადაც სასამართლო, თქვენი დაკვეთების სამარცხვინო აღმსრულებლად იქცა, არამედ  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც  ყოფილი თუ ამჟამინდელი მმართველი ჩინოვნიკებისა და ოპოზიციის ერთობლივი ბინძური პოლიტიკური ინტერესით გამოწვეული სამართლებრივი დევნის მსხვერპლი-პოლიტპატიმარი მიხეილ კალანდია, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ღირსეულად მოიგებს!”- წერს ლუკა კალანდია.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...