ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა, ის შიმშილობას იწყებს

0
230

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა – მას  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე მუხლით კვალიფიცირებულ  დანაშაულს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

ბესიკ თამლიანი  საქალაქო სასამართლოსთან,  სააკაშვილის პროცესის პარალელურად, გამართულ აქციაზე დააკავეს. 

იგი მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე დროშით იდგა და პროტესტს გამოხატავდა, რა დროსაც  სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს.

თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი ამბობს, რომ პოლიციელი მისთვის წიწაკის სპრეის შესხმას ცდილობდა. რუსუდან თამლიანის მტკიცებით, მისი შვილი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.

ბესიკ თამლიანმა პროცესზე   განაცხადა. რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

წინა სტატია“შემოუშვით ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალინდელი დღისთვის მზადაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური