იანვრიდან პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენის საფასურის გადახდა 16 რიცხვამდე შეეძლებათ

0
586

2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები დენის საფასურის გადახდა ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ.

სემეკის განცხადებით, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, ყოველი თვის 22 რიცხვამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

სემეკი აცხადებს, რომ გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს, თბილისში — თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას (თელმიკო), ხოლო რეგიონებში — ეპ ჯორჯია მიწოდებას.

“ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ელექტროენერგიის საფასურს დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდის”, — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, მომხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით მრიცხველების წაკითხვა ერთიანი სისტემით, ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში განხორცილედება. შესაბამისად, 2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი იქნება ასახული (არაუმეტეს 30 დღისა).

“თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში შპს თელმიკოს აბონენტთა ნაწილი, რომლისთვისაც ახალ მეთოდზე გადასვლით იცვლება მრიცხველის წაკითხვისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის ვადა, 2 ქვითარს მიიღებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სემეკის განცხადებით, პირველ ქვითარს ასეთი მომხმარებლები დეკემბერში მიიღებენ არსებული ე.წ. ბლოკური წაკითხვის (მრიცხველების წაკითხვა სხვადასხვა პერიოდში) მიხედვით, რომელზეც 30 დღის განმავლობაში (ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისი) მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი იქნება ასახული.

“მეორე ქვითარს მიიღებენ დეკემბრის ბოლოს — ერთიანი წაკითხვის სისტემით (მრიცხველების წაკითხვა თვის ბოლო 4 დღეში), რომელშიც აისახება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში, რომელშიც იქნება ასახული დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ფაქტობრივი მონაცემები. (დარიცხვა განხორციელდება არაუმეტეს 30 დღეზე)”, — აცხადებს სემეკი.

მათივე თქმით, ცვლილების გამო ადგილი ზედმეტობით დარიცხვებს ადგილი არ ექნება და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება

წინა სტატიაწუხელ თბილისში CO-თი ინტოქსიკაციას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამმართველი პარტიის მიერ დადებული პირობა აუცილებლად უნდა შესრულდეს — არასამთავრობოები საკონსტიტუციო ცვლილებებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური