მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ გურული: ,,ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ!''

ზურაბ გურული: ,,ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ!”

Published on

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა ზურაბ გურულის პოსტს ,,ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ!” –  ამ პოსტით იგი ეხმაურება პროკურორ ჯარჯი წიკლაურის  გამოხდომას მიხეილ სააკაშვილის მიმართ 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე. 
 “არასოდეს მოიხადო ბოდიში, მისტერ, ეგ სისუსტის ნიშანია” – ჯონ უეინის ეს სიტყვები თითქოს წინააღმდეგობაში მოდის ამერიკულ-ქრისტიანულ მორალთან; სინამდვილეში კი ზუსტად ბიბლიურ შეგონებაზეა დაფუძნებული: “ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.”
ჰოდა, ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! თქვენ აკეთებდით იმას, რაც მიგაჩნდათ მართებულად. ქატოს პურზე, დენზე და ცხელ წყალზე დანატრებული საზოგადოება თქვენ მიიყვანეთ იქამდე, რომ თავისუფალ სასამართლოზე, დემოკრატიულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებებზე კამათი დააწყებინეთ.
თქვენ მომავალი განგსჯით მიუკერძოებლად; ის ადამიანები, რომლებიც პირუთვნელად და უშიშრად შეძლებენ იმ ლიდერის შეფასებას, რომელმაც თანაბრად ატარა თავისი ქვეყნისათვის დამახასიათებელი ყველა ნაკლიცა და ღირსებაც.
ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! თქვენ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი შეძელით და ამისათვის მადლობა არავის უთქვამს.
საბოდიშოც არაფერია ამიტომ; მითუმეტეს იმათთან, ვინც ციხეში ჩაგდებულ, აბუჩად აგდებულ, ორი თვის ნაშიმშილევ, შეურაცხყოფილ კაცს სიტყვებში ასოები დაგითვალათ.
ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ!
არ არის საჭირო.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...