” საუბარი იმაზე, შეძლებს თუ არა მესამე პრეზიდენტი 2 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მისვლას, ჯერჯერობით ადრეა 

0
224

 შეძლებს თუ არა მესამე პრეზიდენტი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მისვლას, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა  – ამბობს მესამე პრეზიდენტის პირადი მკურნალი ნინო გოგორიშვილი

რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას,  გოგორიშვილის თქმით დღეს დილით მიხეილ სააკაშვილს სისუსტე აღენიშნებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უფრო მეტიც,  დღეიდან მიხეილ სააკაშვილი გაფართოებული კვების რაციონზე გადავიდა.

“ანალიზები რიგზეა, პაციენტი ნორმაშია.  იყო ძალიან დაღლილი, დაისვენა. დღეს დილას აღენიშნებოდა პატარა სისუსტე, მაგრამ არის მხნედ. რაც შეეხება რაციონს, გადავედით პირველ გაფართოებულ კვებაზე, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით”, – თქვა ნინო გოგორიშვილმა.

 

წინა სტატია,,რაც მეტი ხალხი მივა სასამართლო პროცესის დროს, მით ნაკლები იქნება აგრესია ხელისუფლების მხრიდან” – კობა ნაყოფიამ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააჟღერა
შემდეგი სტატიაბესიკ თამლიანის დედა  ამბობს, რომ  მისი შვილი ნაცემია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური