,,რაც მეტი ხალხი მივა სასამართლო პროცესის დროს, მით ნაკლები იქნება აგრესია ხელისუფლების მხრიდან” – კობა ნაყოფიამ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააჟღერა

0
275
“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანმა, კობა ნაყოფიამ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ და დარწმუნებულია მისი და ქართველი ხალხის გამარჯვებაში. 

 ,,მესამე პრეზიდენტი არაჩვეულებრივ პოლიტიკურ ფორმაშია და 2 დეკემბერს  სასამართლო პროცესზე მისვლას მთავარი ბრალმდებლის სტატუსით გეგმავს. პრეზიდენტი ,,ოცნების” ხელისუფლების მხილებას აპირებს  იგი ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის, მას ექნება ე.წ. საბრალდებო დასკვნა, რომელსაც წარუდგენს ქართულ საზოგადოებას.”

 კობა ნაყოფიამ  ისაუბრა გზავნილზე, რომელიც მიხელ სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს განცხადების საპასუხოდ გააჟღერა:

,,გუშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებდნენ, თქვენ დაინახეთ, როგორ არბევდნენ სამართალდამცველები მშვიდობიანად მოსულ ადამიანებს, როგორ ასხამდნენ მათ წიწაკის სითხეებს და ა.შ. ეს ყველაფერი გუშინ ჩვენ ვიხილეთ ლაივში, ამიტომ, რაც უფრო მეტი ხალხი მივა, მით ნაკლები იქნება მათი მხრიდან აგრესია. ,- თქვა კობა ნაყოფიამ. 

მესამე პრეზიდენტი  მხარდამჭრებს  მოუწოდებს, აუცილებლად მოვიდნენ საქალაქო სასამართლოსთან,  რათა რეჟიმს  დაანახონ, რომ მთავარსარდლის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობას არ შეეგუებიან.  ამბობს კობა ნაყოფია, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა.

წინა სტატიაოპოზიცია ახალ კოალიციას აყალიბებს
შემდეგი სტატია” საუბარი იმაზე, შეძლებს თუ არა მესამე პრეზიდენტი 2 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მისვლას, ჯერჯერობით ადრეა 
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური